პარლამენტმა დღესვე მიიღო აღნიშნული ორგანული კანონპროეტის თანმდევი კანონპროეტებიც.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი კიდევ უფრო მეტად უახლოებს ეროვნულ ბანკს სახელმწიფოს, რაც მისთვის მიუღებელია.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება, ვეტოს დაადებს.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.