ახალი ამბები

ანონსი – 27 ივნისი

27 ივნისი, 2015 •
ანონსი – 27 ივნისი

09:00 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 260 სოფლის მოსახლეობა „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებიდან საბანკო მომსახურებასთან ერთად სახელმწიფო სერვისების მიღებასაც შეძლებს.

 

10:30 საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი კანდელაკის ინიციატივითა და ჩარევით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტიდან ყარაბაღში სომხეთის საოკუპაციო ხასიათის ექსტრემიზმის შესახებ ფორმულირების გაქრობა.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

10.30 საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას. მისამართი: ყვარლის ქუჩა #160, მეტრომშენის დასახლება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საწვრთნელი ბაზა

 

11:00 ექსპერტი ვახტანგ მაისაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამიზმის საფრთხე საქართველოში და „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადება კავკასიაში საკუთარი პროვინციის შექმნასთან დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

12:00 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წევრი ვასო ურუშაძე და “აირზენას” დირექტორი იასე ზაუტაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ავიაციაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ფრენების აკრძალვა ემუქრება, მოთხოვნა ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობის გათავისუფლებაა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

20:00  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „სუხიშვილები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.  

 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი