ახალი ამბები

ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან – ჯანდაცვის სამინისტრო

25 იანვარი, 2020 •
ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემულ რეკომენდაციები განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ტემპერატურის შეფასებაზე და ქვეყანაში შემოსვლის ადგილზე.

“მისი მზაობაც არის და სასაზღვრო პუნქტებში შესაძლებელი იქნება უკვე თერმული შეფასებაც. ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში. მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, მას ექნება საშუალება, რომ გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მედიკოსები აეროპორტში დღესაც არიან, ეპიდომიოლოგიური სამსახური მუშაობს და ეს არის მათი მუშაობის ჩვეულებრივი რეჟიმი.

“აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან
ჩამოუსულ მოგზაურებზე. მაღალი რსიკის ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ჩინეთის ან ჩინეთის კონკრეტულ პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24 საათიან რეჟიმში არიან, ჩვენ ჩვენი მხრიდან დავახმართ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს, ტრიაჟის ფუნქციის გააქტიურებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, რეფერალისთვის, რათა დროულად მოხდეს გადამისართება.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი