ახლადაღმოჩენილი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთში 41-მდე გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს უჭირთ დაავადების გავრცელების შეკავება გამომდინარე იქიდან, რომ მილიონობით ადამიანი მოგზაურობს ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. არაერთი საზეიმო ღონისძიება გადაიდო.
ჩინეთში კორონავირუსის 1 200 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი გავრცელდა ევროპაშიც – სამი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთში. გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა ავსტრალიაშიც.