როგორც შსს–ს განცხადებაში არის აღნიშნული, პატრულის თანამშრომლებმა თამარაშვილის ქუჩაზე, კაფე „კოფეინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი შენიშნეს; ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას სხეულზე ცივი იარაღით დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
უწყების განცხადებით, დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.