BBC საკუთარი გამოძიების შედეგად ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ში მოქმედ ნეონაცისტურ-მილიტარისტულ დაჯგუფება „ბაზას“ რუსეთში გადაბარგებული ამერიკელი, რინალდო ნაზარო მართავს – მან ნიუ-იორკი ორი წლის დატოვა და სანკტ-პეტერბურგში დასახლდა.
დაჯგუფება „ბაზა“ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სამიზნეა, ხოლო ჯგუფის შვიდი შესაძლო წევრი ამ თვეში დააკავეს – მათ შორის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით.
FBI-ს მიერ მომზადებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, „ბაზა“ არის „რასობრივი სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფი“, რომელსაც „სურს გამოიწვიოს აშშ-ის მთავრობის დაცემა, დაიწყოს რასობრივი ომი და შექმნას თეთრკანიანთა ეთნოსახელმწიფო“.
„ბაზა“ დაახლოებით 2018 წლის ივლისში დაარსდა, მიმდევრებს კი ორგანიზაცია ინტერნეტის საშუალებით ეძებდა. „ბაზა“ წევრებს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებშიც ჩაერთონ”.
რაც შეეხება ნაზაროს, BBC-ის ვარაუდით, იგი რუსეთში 2018 წლის ივლისში გადავიდა – იმავე დროს, როცა შეიქმნა ორგანიზაცია. გამოცემის ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ნაზარომ და მისმა ცოლმა (რუსეთის მოქალაქე) მაშინ სანკტ-პეტერბურგის ცენტრში ბინა იყიდეს.
რუსეთში ყოფნისას ნაზარო მიწვეული იყო მოსკოვში სახელმწიფო უშიშროების გამოფენაზე, რომელიც „ფოკუსირებულია სახელმწიფო პოლიტიკისა და მიღწევების შედეგების დემონსტრაციაზე“.
გარეკანის ფოტო: BBC