ახალი ამბები

ზაზა სარალიძე კალანდიას სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

24 იანვარი, 2020 • 1613
ზაზა სარალიძე კალანდიას სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება და პროცესზე მხოლოდ განაჩენის გამოცხადების დღეს მივა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესის მიმდინარეობისას სარალიძესა და დაცვის მხარის ადვოკატებს შორის სიტყიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სარალიძემ ერთ-ერთ მათგანს ფურცლები შეაყარა.

მოსამართლემ სარალიძეს პროცესი დაატოვებინა, თუმცა სხდომიდან გამოსვლას თავადაც აპირებდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა გუშინ, 23 იანვარს, სასამართლოში მომხდარი ინციდენტი. კალანდიას ოჯახის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზაზა სარალიძეს და თავისი გარდაცვლილი შვილით “ვაჭრობაში” დაადანაშაულეს. კალანდიას ოჯახის აღნიშნულ განცხადებამდე პროკურატურამ თქვა, რომ საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ მას შემდეგ, რაც მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ამავე თემაზე:

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი