ახალი ამბებირეკლამა

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

23 იანვარი, 2020 • 3201
მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

სასწრაფოდ!

ახალი ქართველი მილიონერის ძებნის ოპერაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ოფიციალურად გახსნილად აცხადებს. მეტი ინფორმაციისთვის ვაზუსტებთ, რომ ჯეკპოტის მომგები ბილეთი, რომლის მოგებამაც 1 მილიონ 182 ათას 454 ლარი შეადგინა, გაიყიდა 18 იანვარს, აჭარის რეგიონში, ბათუმში, 13:31 სთ-ზე. უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც მითითებულ დროს, ბათუმში გაქვთ შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთი და არ მიგიდევნებიათ თვალი გათამაშებისთვის, არ გადაგიმოწმებიათ ციფრები „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ვებგვერდზე: www.lotto.ge, დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 00 77 00.

შეგახსენებთ, რომ „ლოტო 6/42“-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36.

თუ იცით, რომ რომელიმე თქვენი ნაცნობი პერიოდულად თამაშობს ლატარიას, დაუკავშირდით! შეახსენეთ, გადაამოწმოს მოცემული ციფრები!

არ დაგავიწყდეთ, უნდა წარმოადგინოთ მოგებიანი ბილეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი