ახალი ამბებირეკლამა

ახალი მილიონერი საქართველოში – „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა

10 მარტი, 2021 •
ახალი მილიონერი საქართველოში – „ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა

ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი მოიგო?! 9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად ,,ლოტო 6/42“-ის გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო და ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია“ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი ,,ლოტო 6/42’’-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.

ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;

,,ძალიან გახარებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ჯეკპოტის მოგებულის გამოჩენას, ის ხომ მილიონერია!!!

ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ლატარიის თამაში, შეიძნეთ ბილეთები და ითამაშეთ მსოფლიოში  ყველაზე უძველესი, იღბლიანი და კეთილი თამაში – ლოტო!

ლატარიაში მოგება სასწაული ნამდილად არ არის – რომც იყოს, ჩვენთან ეს სასწაულები ხდება!“- აცხადებენ ,,საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“.

ჯეკპოტის მოგება რთული სულაც არ ყოფილა – ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ახალი კომპანია ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და ამ დროის მანძილზე ,,ლოტო 6/42“-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ მილიონ ლარზე მეტი.

,,ლოტო 6/42“-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება სამშაბათსა და პარასკევს, ტვ ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

მასალების გადაბეჭდვის წესი