აფიშაახალი ამბებიკინოხელოვნება

ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმის პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგება

29 დეკემბერი, 2022 • 2022
ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმის პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგება

ზაზა ხალვაშის ახალი მხატვრული ფილმის „ლოტო“ მსოფლიო პრემიერა შედგება როტერდამის საერთაშორის კინოფესტივალზე. სურათი მონაწილეობას მიიღებს საკონკურსო სექციაში „Big screen competition“.

„ლოტო“ ზაზა ხალვაშის ფილმია, რომელზე მუშაობის დასრულება რეჟისორმა ვერ მოასწრო. სურათი თამთა ხალვაშმა და რეჟისორის  გადამღები გუნდის წევრებმა დაამთავრეს.

გარდაცვლილი ქართველი მწერალი, რეჟისორი და უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ხალვაში სიკვდილის შემდგომ გამოშვებულ მხატვრულ ფილმში გვიამბობს ყოველდღიურობის მოუხელთებელ, მაგრამ გულწრფელ ზღაპარს.

„ლოტო“ არის მოკლე ამბავი ზღვისპირას მცხოვრები ადამიანების შესახებ. მრავალბინიანი სახლი და შიდა ეზო ასრულებს ამფითეატრის ფუნქციას მობინადრეების ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ცხოვრებაში. (…) ხალვაში ოსტატურად უჩვენებს მაყურებელს ბინაში მცხოვრები მთავარი  პერსონაჟების (მელოდრამატული ელექტროგიტარისტის, უიმედოდ და ცალმხრივად შეყვარებული მოზარდის, შუახნის კრიზისში მყოფი მევიოლინისა და ახლად გათავისუფლებული კრიმინალის) საიდუმლოებებისა და ოცნებების ფრაგმენტებს.  რეაქტიული კადრები ქმნის დაძაბულობასა და ინტრიგას, რადგან პერსონაჟების ყოველდღიურობა და ფარული თვალთვალი ერთმანეთს უპირისპირდება” – წერს მკვლევარი ოლივია ჰარშანი

მასალების გადაბეჭდვის წესი