ჩინეთში, კერძოდ ვუჰანში,კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17 ადამიანამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ვირუსი უფრო გავრცელდა ჩინეთში და უკვე დაფიქსირდა შემთხვევა აშშ-ის დასავლეთში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN აქვეყნებს.
გარდა ამისა, ქალაქი, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, „ჩაიკეტება“ – ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტები და სარკინიგზო სადგურები დაიკეტება ქალაქიდან გამსვლელი მგზავრებისთვის. აგრეთვე აღარ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, დაფიქსირებულია 547 შემთხვევა თავად ჩინეთში. აგრეთვე, დაფიქსირდა შემთხვევები მაკაოსა და ტაივანში.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას: