გამოფენაზე გამოტანილი იყო ფილოსოფოსისა და გენდერის სპეციალისტის ჯუდით ბატლერის, მსახიობების მარლენ დიტრიხის, გრეტა გარბოს, დრიუ ბერიმორის, ისლანდიის პრემიერ-მინისტრის იოჰანა სიგურდარდოტირის, მწერლების ვირჯინია ვულფისა და საფოს, ასევე სხვა ქალების ფოტოები.
პროექტის კოორდინატორმა ხატია ახალაიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ გამოფენის მიზანია, საზოგადოებამ და ლბტ ადამიანებმა გაიგონ, რომ არსებობენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც საკუთარი იდენტობით არა მარტო ამაყობენ, არამედ წარმატებულიც არიან.
ხატია ახალაიას თქმით, ამ ქალებს “ქამინ აუთი” და საკუთარ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გაცხადებამ თვითრწმენა განუმტკიცა და წარმატების მიღწევაში დაეხმარა. მას სჯერა, რომ მათი მაგალითი სხვა ქალებისთვის ინსპირაციის წყარო იქნება.
ამ გამოფენის გარდა, ხატიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 200-ზე მეტ 15-17 წლის მოსწავლეებტან ჩატარა სემინარები, რომელიც მოცავდა თანასწორობის, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის, სექსულობისა და გენდერული იდენტობისა და გენდერული როლების განაწილების საკითხებს.