ახალი ამბები

ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აუკრძალეს

22 იანვარი, 2020 •
ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აუკრძალეს

ინჩხურის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს, ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აუკრძალეს.

საქართველოს პატრიარქის 20 იანვრით დათარიღებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (№205) გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის”.

თავად ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას და დამატებით განმარტებებს ითხოვს.

“ქრისტიანის სტატუსს და წოდებას ვერავინ წამართმევს. ეს არ არის კანტორა კონკრეტული გვარების და შიოლაშვილების. ქრისტეს ეკლესიას ვერაფერი დაშლის. შანტაჟის ენა და მუქარების ასრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც წლებია ლაპარაკობენ სიმართლეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ანდრია სარიამ.

მისი თქმით, მღვდელი მინიმუმ 6-მა მღველმთავარმა უნდა განსაჯოს, თუ კანონიკურ დარღვევაშია ეჭვმიტანილი, მაგრამ სარიას თქმით, ის საკითხის განსახილველად არავის დაუბარებია.

ანდრია სარია მხარს უჭერს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას და საქართველოს საპატრიარქოს აკრიტიკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი