ახალი ამბები

ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიოდ აღარ ჩაითვლება – ცვლილება რეგლამენტში

24 ივნისი, 2015 •
ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიოდ აღარ ჩაითვლება – ცვლილება რეგლამენტში

დღეს არსებული მდგომარეობით, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზებია ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა და სამსახურებრივი მივლინება.

 

“ამ ინიციატივით ოჯახური მდგომარეობა აღარ ჩაითვლება საპატიო გაცდენად,”– ამბობს გიორგი კახიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

დავით უსუფაშვილმა 12 ივნისს დაასახელა იმ დეპუტატთა სია, რომელთაც ოჯახური მდგომარეობის გამო ყველაზე მეტი გაცდენა აქვთ. როგორც პარკლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, გოდერძი ბუკიას – 91 გაცდენა, გოგი ლიპარტელიანს – 93 გაცდენა, რამაზ ნიკოლაიშვილს – 94 გაცდენა, აზერ სულეიმანოვს – 96 გაცდენა,  კობა ნაყოფიას კი – 101 გაცდენა აქვს. 


სწორედ უსუფაშვილმა თხოვა საპროცედუო საკითხთა კომიტეტს, რომ გაცდენის ეს საფუძველი რეგლამენტიდან ამოეღოთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ ჰგონია, რომ პარლამენტის წევრები და მათი ოჯახები რამეთი განსხვავდებიან სხვა საჯარო მოხელისა და მისი ოჯახისგან, რადგან სხვა შემთხვევაში ოჯახური პირობების გამო სამსახურის გაცდენა არ ითვლება საპატიოდ.

 

“ბუნებრივია, როდესაც პარლამენტის წევრს აქვს 50, 70 და მეტი გაცდენა ოჯახური მდგომარეობის გამო, უკვე კითხვა ჩნდება, რომ რაშა საქმე, ხომ არ ხდება ისე, რომ ზოგიერთი პარლამენტის წევრი ამ უფლებით “ბოროტად სარგებლობს”. ყველაფერმა ამან გააჩინა ამის მიზანშეწონილობა და აუცილებლობა, რომ, როგორც ჩანს, არ არს მიზანშეწონილი, რომ ასეთი საფუძველი არსებობდეს,”–ამბობს გიორგი კახიანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

პარლამენტი
პარლამენტი

რეგლამენტში შესატან ცვლილებათა პროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორშაბათს გაიტანენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი