ახალი ამბები

„ტვ პირველის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა

22 იანვარი, 2020 •
„ტვ პირველის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, არხმა ბიუჯეტის დავალიანება დაფარა და, შესაბამისად, მათ ანგარიშს ინკასო მოეხნსა. შესაბამისი შინაარსის პოსტს წერეთელი Facebook-ზე აქვეყნებს.

გარდა ამისა, წერეთელმა მოუწოდა „სახელისუფლებო არხებს“, „გადაიხადონ მილიონები“ და აღნიშნა, რომ „ელოდება მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში“.

„ტვ პირველის“, „რუსთავი 2“-ის და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო 2019 წლის 25 დეკემბერს დაედო.

რა არის ინკასო? – კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

მოვლენებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

რატომ დავობენ ტელევიზიები – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი