საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ამჯერად წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელ ადამ კინზინგერის ტვიტერზე გამოქვეყნდა.
“Today, @RepKinzinger @GerryConnolly @RepEliotEngel & @RepMcCaul sent a letter to the Georgian PM with grave concerns over political targeting & a declining economic trend that spells trouble for Georgia’s path towards democratic reform & Western integration.” – @Maura_Gillespie
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) January 21, 2020
წერილის ავტორები არიან დემოკრატი ჯერი კონოლი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი.
კინზინგერის ტვიტერის ანგარიშის ცნობით, წერილში გამოთქმულია შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნითა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციას.