ახალი ამბები

ნიდერლანდებიც ხედავს სტრატეგიულ პოტენციალს – საგარეო მინისტრი ანაკლიის პორტზე

22 იანვარი, 2020 •
ნიდერლანდებიც ხედავს სტრატეგიულ პოტენციალს – საგარეო მინისტრი ანაკლიის პორტზე

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი „ნეტგაზეთთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის შეწყვეტის მიუხედავად, ნიდერლანდების სამეფო ხედავს პორტის აშენების სტრატეგიულ პოტენციალს.

„იმისდა მიუხედავად, რომ კონტრაქტი შეწყვეტილია, რამდენადაც მე ვიცი, ხელისუფლება რჩება ამ პროექტით განხორციელებით დაინტერესებული და მას მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინიციატივად მიიჩნევს“, – აცხადებს იგი.

„ნიდერლანდებიც ხედავს ამ პროექტის სტრატეგიულ პოტენციალს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის დროს ეს საუბრების საინტერესო თემა იქნება. მე მსურს, ხელისუფლებისგან გავიგო, თუ რა არის მათი სამომავლო გეგმები და თუ არსებობს ინტერესი პოტენციური ინვესტორების მხრიდან“, – განუცხადა სტეფ ბლოკმა „ნეტგაზეთს“ ინტერვიუში თბილისში ვიზიტისას. ის საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და ქვეყნის ლიდერებს ხვდება.

„პროექტის წინ წასაწევად აუცილებელია ძლიერი ერთიანი მისწრაფება და ყველა მონაწილეს შორის ურთიერთნდობა. თამაშის თანაბარი პირობები და გამჭვირვალე პროცესები საქართველოში, ზოგადად, ბიზნესკლიმატისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია და გადამწყვეტია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, – განუცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნეტგაზეთს“.

გაეცანით მასთან სრულ ინტერვიუს:

ინტერვიუ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან

მასალების გადაბეჭდვის წესი