ახალი ამბები

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

21 იანვარი, 2020 • 1316
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა და ავადობის 300 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ოიციალურ უწყებებზე დაწყრდნობით CNN ავრცელებს.

როგორც მედიაორგანიზაცია წერს, გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში მოხდა.

ჩინეთის გარდა ვირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

ვირუსი თავიდან ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა. გუშინ, 20 იანვარს ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად დადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

როგორც CNN წერს, ერთ-ერთ შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტისგან დაავადება საავადმყოფოს 14 თანამშრომელს გადაედო, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინათ.

CNN ჩინეთის ოფიციალური უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ადამიანებს თავდაპირველად ცხოველებიდან გადაედოთ, კერძოდ კი, თევზის ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქციიდან.

ვრცლად წაიკითხეთ:

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი