ახალი ამბები

პირს, რომელსაც ოხანაშვილის მიმართ მუქარა ედება ბრალად, 7000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

19 იანვარი, 2020 •
პირს, რომელსაც ოხანაშვილის მიმართ მუქარა ედება ბრალად, 7000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

ვახტანგ რობაქიძეს, რომელსაც დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარა ედება ბრალად, სასამართლომ 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ვახტანგ რობაქიძე საპატიმროს დატოვებას გირაოს გადახდის შემდეგ შეძლებს.

მანამდე ვახტანგ რობაქიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის “მთავართან” საუბრისას აცხადებდა, რომ ის ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარია:

“ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე, ამის გამო დარეკა პოლიციაში და დღეს დამაკავეს და მომისაჯეს 3 დღით თავისუფლების აღკვეთა”, – ამბობდა რობაქიძე, რომელიც ოპოზიციური პარტია “ლელოს” წევრია.

ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ, 14 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც რობაქიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით გუშინვე დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი