ახალი ამბები

პირს, რომელმაც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

15 იანვარი, 2020 • 1002
პირს, რომელმაც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ვახტანგ რობაქიძეს, რომელიც გუშინ, 14 იანვარს, “ქართული ოცნების” დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბაკურიანში დააკავეს, დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

ვახტანგ რობაქიძე ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას აცხადებს, რომ ის ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარია:

“ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… ანრი ოხანაშვილს მივმართე, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე, ამის გამო დარეკა პოლიციაში და დღეს დამაკავეს და მომისაჯეს 3 დღით თავისუფლების აღკვეთა”, – განმარტავს რობაქიძე, რომელიც ოპოზიციური პარტია “ლელოს” წევრია.

ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ, 14 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც რობაქიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით გუშინვე დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი