ახალი ამბები

ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას – ხაზარაძე კონგრესმენის კრიტიკაზე

19 იანვარი, 2020 •
ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას – ხაზარაძე კონგრესმენის კრიტიკაზე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, კონრეგსმენ მალინის კრიტიკულ წერილს ეხმაურება. მისი თქმით, ამგვარი შეფასება აშშ-საქართველოს პატიორობას ეჭვქვეშ აყენებს.

საუბარია ღია წერილზე, რომელიც კონრეგსმენმა მარკვეინ მალინმა გიორგი გახარიას მისწერა. ამ წერილში მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და დასძინა,  რომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კონგრესსა და სენატში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, „თქვენი ქვეყანა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა“.

მამუკა ხაზარაძემ დღეს 19 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამგვარი შეფასებები ქვეყნის სტრატეგიული პარტიორის მხრიდან სახიფათოა და მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნებას“ დასავლური ვექტორის ნაცვლად, ჩრდილოეთის ვექტორი აქვს აღებული.

„ეს არის უკვე მეორე განცხადება, რომელიც კონგრესმენებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთეს.. და ეს პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის.

ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლების – „ოცნების“ ხელმძღვანელობით არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე,“ – ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან აშშ-ს მიმართ მტრული განწყობა იგრძნობა, რაც არის „მიზანმიმარტული, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სპეოპერაცია“. ხაზარაძე ასევე დასძენს, რომ „ოცნება“ დატოვა ყველამ იმ პირმა, რომელიც დასავლეთში ნდბას იწვევდა და :

„ქვეყნის ეს კურსი არის აბსოლუტურად აცდენილი ჩვენს სახელმწიფოებრივ კურსს. ეს კურსი არის ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ვერ ამბობს და ვერ ეუბნება უარს თავის პარტიორებს რუსეთში და კრემლში და შესაბამისად, ქვეყანა მიემართება სხვა მიამრთულებით,“ – თქვა ხაზარაძემ.

ვრცლად ამ წერილზე:

საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე – კონგრესმენის კრიტიკა გახარიას

მასალების გადაბეჭდვის წესი