ახალი ამბები

მილიონობით ხარჯი კლიმატის ცვლილების წინააღდეგ ბრძოლის შესაფერხებლად – Forbes

19 იანვარი, 2020 • 1839
მილიონობით ხარჯი კლიმატის ცვლილების წინააღდეგ ბრძოლის შესაფერხებლად – Forbes

როგორც გამოცემა „ფორბსი“ წერს, ყოველწლიურად მსოფლიოს ხუთი ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანია დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს ლობირებაში, რათა აკონტროლოს, გადაავადოს ან დაბლოკოს ისეთი პოლიტიკები და სტრატეგიები, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს ებრძვიან.

ჩვეულებრივ, „ფორბსის“ თანახმად, კომპანიები ლობირების თანხებს არ ასაჯაროებენ ხოლმე, თუმცა 2019 წლის გაზაფხულზე ორგანიზაცია InfluenceMap-ის ინტენსიურმა კვლევამ სხვადასხვა სივრცეში ხელმისაწვდომი ინფორმაციები შეკრიბა და ასეთი სურათი მიიღო:

„ბრიტიშ პეტროლიუმი“ (BP) ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს ყოველწლიურად ასეთი ტიპის ლობირებაში — 53 მილიონ აშშ დოლარს;

მეორე ადგილზე მოდის კომპანია Shell-ი $49 მილიონით; მესამეზეა ExxonMobil-ი $41 მილიონით;

კომპანიები, Chevron-ი და Total-ი დაახლოებით 29-29 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად;

კვლევის თანახმად, კამპანიებს, რაც ამ თანხებით ფინანსდება, შეცდომაში შეჰყავს ხალხი.

წყარო: Forbes

მასალების გადაბეჭდვის წესი