ახალი ამბები

ირანი დათანხმდა შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას – ირანული მედია

18 იანვარი, 2020 • 1125
ირანი დათანხმდა შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას – ირანული მედია

„როიტერსი“ ირანული ახალი ამბები სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ხელისუფლება თანხმობას აცხადებს, გადასცეს ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთები უკრაინას.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“  ბოინგი 737-800 რვა იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 176 ადამიანი.

რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, მათივე განცხადებით, ეს შეცდომით მოხდა, რადგან თვითმფრინავი „მტრულ სამიზნეში“ აერიათ.

თავდაპირველად ირანი უარს აცხადებდა უკრაინისთვის შავი ყუთების გადაცემაზე, თუმცა 18 იანვარს ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ხელისუფლება საბოლოოდ მაინც გადასცემს მათ უკრაინულ მხარეს.

ამ მოწყობილობიდან ერთი სრულად იწერს თვითმფრინავში მყოფი ადამიანების ხმებს კატასტროფის ბოლო წამამდე, მეორე მოწყობილობა კი აგროვებს ტექნიკურ მონაცემებს ლაინერის მუშაობის შესახებ.

ამ ორი მოწყობილობის გაშიფვრას ყოველთვის გადამწყვეტი როლი აქვს ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენაში.

ყველაფერი, რაც ვიცით უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაზე

რამდენიმე დღის წინ თეირანის ქუჩებში უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების გამო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი გამოვიდა.

ვიდეოზე აღბეჭდილია სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება – New York Times

მასალების გადაბეჭდვის წესი