ახალი ამბები

ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა “შეცდომით” ჩამოაგეს

11 იანვარი, 2020 • 1345
ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა “შეცდომით” ჩამოაგეს

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ მისმა სახედროებმა “უნებლიედ” ჩამოაგდეს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება “ადამიანური შეცდომა” იყო და პასუხსმგებელი პირები დაისჯებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ საკუთარი “თვითერის” გვერდზე დაწერა, რომ “ეს საშინელი ავიაკატასტროფა უპატიებელი შეცდომაა” და “ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს”, – წერს ჰასან რუჰანი.

თავდაპირველად, ამერიკული მედია და ასევე, კანადისა და აშშ-ს ხელისუფლება აცხადებდნენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რასაც კატეგორიულად უარყოფდა ირანი. თუმცა ტრაგედიის პირველივე წუთიდან არაერთი საეჭვო გარემოება მიუთითებდა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ირანი ამ დრომდე უარყოფდა უკრაინის უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის BOEING 737-800, სარეგისტრაციო ნომრით PS752, ჩამოგდებას. თვითმფრინავი 8 იანვარს, აფრენიდან მალევე, თეირანის გარეუბანში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

ვიდეოზე აღბეჭდილია სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება – New York Times

მასალების გადაბეჭდვის წესი