“სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან უმეტესობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, დაბრუნებას შეძლებს, ხოლო 10-მდე ოჯახი, რომელთა სახლები აღდგენას არ ექვემდებარება ან რისკის ზონაში მდებარეობს, განსახლების გეგმაში მოექცევა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ზოოპარკიც, რის შედეგადაც დაიღუპა ცხოველები. ზოგი მათგანი კი დაიკარგა. ამ დროისთვის ზოოპარკიდან დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.