ახალი ამბებიეკონომიკა

საპენსიო სააგენტოს შენატანები ბანკებში წლიურ 9%-იან განაკვეთში აქვს განთავსებული

17 იანვარი, 2020 •
საპენსიო სააგენტოს შენატანები ბანკებში წლიურ 9%-იან განაკვეთში აქვს განთავსებული

საპენსიო სააგენტოს მოქალაქეებისაგან აკუმულირებბული შენატანები კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკში 9%-იანი (საშუალო შეწონილი) წლიური სარგებლის განაკვეთში აქვს განთავსებული.

ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ დეპუტატ მამუკა ჩიქოვანისთვის გაგზავნილ პასუხში სადეპუტატო შეკითხვაზე.

როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს ჯერჯერობით არ დაუწყია საინვესტიციო საქმიანობა. ის შენატანებს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში განთავსებულ ანგარიშებზე ათავსებს. ეროვნული ბანკის ცნობით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მონაცემები ნაჩვენებია აგრეგირებული სახით.

სქრინი კობა გვენეტაძის პასუხიდან სადეპუტატო შეკითხვაზე

საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშები გახსნილი აქვს შემდეგ კომერციულ ბანკებში:

  • –  სს საქართველოს ბანკი;
  • –  სს ქართუ ბანკი;
  • –  სს ვი თი ბი ბანკი,
  • –  სს თი ბი სი ბანკი;
  • –  სს ლიბერთი ბანკი;
  • –  სს ბაზისბანკი,
  • –  სს სილქ როუდ ბანკი,
  • –  სს პაშა ბანკი;
  • –  სს ტერა ბანკი;
  • –  სს ხალიკ ბანკი საქართველო.

დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი