ახალი ამბები

ზოლებიანი აფთრის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა

19 ივნისი, 2015 •
ზოლებიანი აფთრის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა

“ეს გახლდათ ძალიან დიდი ზომის ძაღლი, რომელსაც უცნაური შეფერილობა ქონდა, მართლა გავდა აფთარს. მაგრამ მისი კბილების აგებულებით, ზომით, აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ამ ცხოველს. აფთარი არის გაცილებით უფრო მცირე ზომის ცხოველი, მაგრამ ყბების აგებულება და კბილების უფრო მძლავრია,”– აცხადებს ზურაბ გურიელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამბაროვკაში ზოლებიანი აფთრის ნეშტი პოვნის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე ზოოპარკის დირექტორი გაემგზავრა.

 

დღეის მონაცემებით, ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გაქცეულ ზოლებიან აფთარსა და ვეფხვს ეძებენ.

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი