ახალი ამბები

ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ოქროს მედლები მოიპოვეს

16 იანვარი, 2020 •
ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ოქროს მედლები მოიპოვეს

ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ შეჯიბრებაში, სადაც ოლიმპიური მედლებისთვის ე.წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები იბრძოდნენ, ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას ქართულმა წყვილმა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილი თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა თანრიგის ფიგურისტებისგან.

საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი – გოგონათა ერთეულებში, იაპონია – ცეკვებში, საქართველო კი – წყვილებში.

ამ დისციპლინაში სულ 8 გუნდი გამოდიოდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, გამარჯვებულმა გუნდმა კონკურენტებს საკმაო უპირატესობით გაუსწრო.

მანამდე ბუტაევამ და ბერულავამ წყვილებს შორის საქართველოს სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი