ახალი ამბებირეკლამა

„ტოიოტა“ ტოკიო 2020-ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ოფიციალური პარტნიორია

5 დეკემბერი, 2018 • 1653
„ტოიოტა“ ტოკიო 2020-ის ოლიმპიური ცეცხლის  ესტაფეტის ოფიციალური  პარტნიორია

კომპანია „ტოიოტას“ განცხადებით, ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე კომპანია პარტნიორობის ფარგლებში ოლიმპიური თამაშების მხარდაჭერას აძლიერებს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის პერიოდში,  რათა საშუალება მისცეს ადამიანებს მთელს იაპონიაში, მათ შორის სტიქიური უბედურების რეგიონებიდან, აქტიურად ჩაერთონ პროცესში სხვადასხვა აქტივობის გზით, მაგალითად, მეჩირაღდნეთა რეკრუტირების კამპანიის წარმართვით და სხვა, მსგავსი ღონისძიებების დახმარებით.

„ტოიოტას“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მიცურუ კავაი, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, თავად იყო ნაგანოში ოლიმპიური ზამთრის თამაშების მეჩირაღდნე ჯერ კიდევ 1998 წელს.

„ცეცხლი განასახიერებს ოლიმპიზმის სულს. მახსოვს ის შეგრძნებები, რომლებიც ცეცხლის ტარებისას დამეუფლა, ვგრძნობდი მის წონას, განპირობებულს მისი ისტორიითა და უაღრესი პასუხისმგებლობით.  ტოიოტას სურს შექმნას ინკლუზიური საზოგადოება, სადაც ნებისმიერისთვის მთავარი გამოწვევა არის შეუძლებლის შეძლება. მინდა გითხრათ, რომ ტოიოტას ნებისმიერი წარმომადგენელი მზადაა გააერთიანოს თავისი ძალები, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის კონცეფციის – „იმედი გვინათებს გზას“ –  მხარდასაჭერად“ – ამბობს მიცურუ კავაი, „ტოიოტას“ ვიცე-პრეზიდენტი.

2018 წელს „ტოიოტა“ ბუენოს-აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტის მხარდამჭერად წარმოდგენილი იყო  ჰაილუქსითა და პრიუსით. „ტოიოტას“ ავტომობილები გამოყენებული იყო ყველა იმ ოლიმპიური თამაშების დროს, რომელთაც იაპონია მასპინძლობდა: ტოკიო 1964, საპარო 1972 და ნაგანო 1998.

„ტოიოტას“  ოლიმპიური და მსოფლიო პარაოლიმპიური პარტნიორობის შესახებ

2015 წელს „ტოიოტა“ გახდა საერთაშორისო ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის  ოფიციალური მობილური პარტნიორი 2017-2024 პერიოდისთვის. პარტნიორობა მოიცავს 2018 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური ზამთრის თამაშებს პეიონგჩანგსა (კორეა) და პეკინში – 2022 წელს (ჩინეთი), ასევე, ოლიმპიურ თამაშებს ტოკიოში 2020 წელს (იაპონია) და პარიზში – 2024 წელს (საფრანგეთი).

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი წვლილის შეტანას „ტოიოტა“ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებითა და სხვადასხვა ნოუ-ჰაუთი აპირებს.

როგორც პარტნიორი, „ტოიოტა“ მიზნად ისახავს სპორტის დახმარებით შეიტანოს წვლილი მშვიდობიანი საზოგადოების შექმნაში დისკრიმინაციის გარეშე და ასევე, დაეხმაროს მდგრადი საზოგადოების შექმნას მობილურობის გაუმჯობესების გზით.

„ტოიოტას“ ღირებულებები, მუდმივი სრულყოფისა და ადამიანთა მიმართ პატივისცემის თვალსაზრისით, გაზიარებულია ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მხრიდან, რაც მსოფლიოს კიდევ უფრო სოლიდარულს ხდის ერთი მიზნის მიღწევაში – ადამიანური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია.

„ტოიოტას“ სწამს, რომ მობილურობა (მოძრაობა) სცდება ავტომობილების სფეროს; ეს არის სირთულეების დაძლევა და ოცნებების ახდენა, რაც კომპანიის კორპორაციულ ინიციატივაშიც აისახება. „დაიწყე შეუძლებელი“ –  სწორედ ეს არის ის ბაზისი, რაც „ტოიოტას“ საავტომობილო კომპანიიდან გარდაქმნის მობილურობის, მუდმივი მოძრაობის კომპანიად. თავისუფალი მოძრაობის პირობებში, ყველაფერი შესაძლებელია!

მასალების გადაბეჭდვის წესი