“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო 9-წლიან პერიოდში მიმდინარე წლის ნოემბერში ყველაზე დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
დღეს, 16 იანვარს, გამოაქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.
კვლევის პროცესში მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს, რას ნიშნავდა მათთვის დემოკრატია, რაზეც გამოკითხულთა 52%-მა თქვა, რომ სიტყვის/მედიის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მოსმენა. 33%-ის აზრით კი დემოკრატია სამართლიანობის დაცვა და კანონის წინაშე თანასწორობაა.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.