ახალი ამბები

მოსახლეობის 53%-ის თქმით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

16 იანვარი, 2020 • 1299
მოსახლეობის 53%-ის თქმით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

საპირისპიროდ, იმ ადამიანთა წილი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება – 19%-ია.

სქრინშოტი NDI-ს კვლევიდან.

კვლევის თანახმად, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ყველაზე მეტი სოფლებშია. რაც შეეხება თბილისს,  იმავე აზრს გამოკითხულთა 55% იზიარებს.

სქრინშოტი NDI-ს კვლევიდან.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი