ახალი ამბები

პრეზიდენტმა გარდაცვლილი მაშველი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

19 ივნისი, 2015 •
პრეზიდენტმა გარდაცვლილი მაშველი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს თბილისში, ვერის ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა.

 
 

 

 

თბილისში 13 ივნისს, ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი