ახალი ამბები

სტიქიით დაზარალებულ ახალდაბის მოსახლეობას გაზმომარაგება 22 ივნისს აღუდგება

19 ივნისი, 2015 •
სტიქიით დაზარალებულ ახალდაბის მოსახლეობას გაზმომარაგება 22 ივნისს აღუდგება

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კომპანიის დირექტორმა ფინანასების და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ განუცხადა:  

 

“უმოკლეს ვადაში მოხდება გათიშული აბონენტების ჩართვა და აღუდგებათ გაზმომარაგება სტიქიით შედეგად დაზარალებულებს. ამ დროისთვის არ ხდება ახალდაბის გაზმომარაგება. კომპანია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და 22 ივნისს, დღის ბოლოსთვის ყველა აბონენტი ჩაირთვება” 

 

ნინო თურმანიძის ინფორმაციით, ასევე კომპანია თავის წვლილს შეიტანს დაზარალებულთა ფონდში:

 

“ეს იქნება თანამშრომელა ხელფასიდან შემოწირულობა, რომელიც გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში. ამ ეტაპზე კონკრეტული თანხას ვერ დავასახელებ”.  

 

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი