ახალი ამბები

დაკარგული პინგვინი ზოოპარკში დააბრუნეს

19 ივნისი, 2015 •
დაკარგული პინგვინი ზოოპარკში დააბრუნეს

როგორც მზიაა შარაშიძემ “ნეტგაზეთს” განუმარტა, გუშინ ცხოველთა მონიტორინგს სამსახურმა კომპანია “ვისოლის” სადგურიდან პინგვინი მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, დღეს კი თავშესაფრიდან ზოოპარკში დააბრუნეს.

 

“ვისოლში” აცხადებენ, რომ პინგვინი 18 ივნისს ბენზინგასამართ სადგურზე იპოვეს.

 

მზია შარაშიძემ “ნეტგაზეთს” ასევე განუცხადდა, რომ არ დადასტურდა ინფორმაცია ზოოპარკიდან გქცეული პინგვინის წითელ ხიდთან აღმოჩენის შესახებ.


აფრიკული პინგვინები თბილისის ზოოპარკში დიდი ბრიტანეთიდან 2014 წელს ჩამოიყვანეს. 

პინგვინები თბილისის ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიამდე; ფოტო: ზოოპარკი
პინგვინები თბილისის ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიამდე; ფოტო: ზოოპარკი

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებთ, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულთაგან,  ნაწილი უკან დააბრუნეს, მტაცებელ ცხოველთა ნაწილი კი – მოკლეს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი