ახალი ამბები

თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება 22 ათას აბონენტს შეუწყდა

19 ივნისი, 2015 •
თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება 22 ათას აბონენტს შეუწყდა

“ნეტგაზეთს” ენერგოსადისტრიბუციო კომპანიაში განუცხადეს, რომ ამ აბონენტებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების, “ვერა1” და “ვერა2”-ის კაბელების დაზიანება გახდა: 

 

“კომპანიაში შეტყობინება შეოვიდა 19 ივნისს, 10:50 წუთზე, რომ თამარ მეფის გამზირთან მდებარე კაბელებს ხანძარი გაუჩნდა. იმუშავა ავტომატიკამ, რის შემდეგაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს და მთაწმინდის რაიონის ნაწილს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს სავარაუდოდ დღეს საღამოს აღუდგებათ.”

 

ქვესადგურები “ვერა1” და “ვერა2” 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა და ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა. 

 

 

“ვერე – 1 ” და “ვერე -2 ” ის მაღალი ძაბვის ხაზებს წუხელ გაუჩნდა ცეცხლი. დღის ბოლომდე ჩუღურეთის ნაწილს და რუათაველის მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდებათ ელექტრო ენერგიის მიწოდება. ბოდიშს გიხდით :(

Posted by Irakli Gaprindashvili on Friday, June 19, 2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი