ახალი ამბები

ხელისუფლება მკაცრ ანტინარკოტიკულ კანონებს ინარჩუნებს – HRW

15 იანვარი, 2020 • 1321
ხელისუფლება მკაცრ ანტინარკოტიკულ კანონებს ინარჩუნებს – HRW

საქართველოს ხელისუფლება მკაცრ ანტინარკოტიკულ კანონდებლობას ინარჩუნებს, — აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW).

ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში – World Report 2020 – რომელიც საქართველოში 2019 წლის მოვლენებს მიმოიხილავს. ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ნარკოპოლიტიკასაც ეხება.

„ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის შემდგომი კლების მიუხედავად, ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან“, – წერს ორგანიზაცია.

საქართველოს კანონმდებლობით, ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებით და უფლებების შეზღუდვით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით ისჯება.

საკანონმდებლო რეფორმის პროექტი, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და სადამსჯელო პრაქტიკა შეიცვლებოდა, კვლავ განუხილავი იყო პარლამენტში ამ ანგარიშის მომზადების დროს.

ნახეთ ასევე:

საქართველოში სამართალდმცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელი პრობლემაა – HRW

მასალების გადაბეჭდვის წესი