ახალი ამბები

პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს სამკურნალოდ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა

14 იანვარი, 2020 • 1073
პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს სამკურნალოდ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა

საქართველოს პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის განცხადება დააკმაყოფილა და 19-30 იანვრის ფარგლებში სამკურნალოდ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ.

ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის მამამ, ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ წასვლის ნებართვისთვის რამდენიმე დღის წინ მიმართა. ავთანდილ წერეთლის ადვოკატის, კახა წერეთლის განმარტებით, პროკურატურას წარუდგინეს ცნობა შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან. ასევე, ავიაბილეთები, იმის დასტურად, რომ ავთანდილ წერეთელი 19-დან 30 იანვრის ჩათვლით საქართველოში არ იქნება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი