10:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრება.
10:00-ზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიური უბედურების შედეგად ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები, საშიშროება, როგორ დავიცვათ თავი, დაზიანებული უბნების დეზინფექცია. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.
11:00-ზე ფსიქოლოგები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობენ, პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ და დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრებენ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკაგულუა – 599 726565.
11:00 საათზე სასტუმრო „Holiday Inn“-ის საკონფერენციო დარბაზში „Adjara Room“-ში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
11:30-ზე „თერაპიის სახლის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ოჯახის ექიმი ლალი ანდრიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამარავს. თემა: სტიქიური უბედურება და დაზარალებული ადამიანები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 726565.
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: იარაღის ტარების ინიციატივა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორ დავიცვათ თავი მტაცებლისგან. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” სეისმოლოგი თეა გოდოლაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიური უბედურება, რისკები და საფრთხეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22