ახალი ამბები

ივანიშვილი: ცხოველებს თუ ვატყვევებთ, მოვექცეთ ღირსეულად

18 ივნისი, 2015 •
ივანიშვილი:  ცხოველებს თუ ვატყვევებთ, მოვექცეთ ღირსეულად

“არ ვიცი, რამდენს მოეწონება ჩემი ნათქვამი და რამდენს არა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია – ზოოპარკი, სადაც იყო იმ ადგილას, არასოდეს მომწონდა. 2006-2007 წლებში მე პროექტიც კი გავაკეთე და თანხებიც დავხარჯე და ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, ცხოველსაც უნდა ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ ვატყვევებთ, მოვექცეთ ღირსეულად”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

მისი თქმით, თბილისის ზოოპარკი “ამ მხრივ ვერ იყო სანიმუშო დონეზე”.

 

“ ახლა მთავრობა იზრუნებს და როგორც განცხადებები გააკეთა, იცით ამის შესახებ, რომ ზოოპარკის გადატანაზეა საუბარი, მე ჩემ წილად დავეხმარები.

 

აცხადებენ, რომ ივანიშვილი ზოოპარკს ყიდულობს, ის, რომ ახლა განვაცხადე, რომ ზოოპარკსაც დავეხმარები, ისე გადააყირავეს, რომ ზოოპარკის შეძენა უნდა საკუთრებაშიო, ეძებენ, რომ მხოლოდ ცუდი ამოწიონ”, – ამბობს ქართველი მილიარდერი.

 

ბიძინა ივანიშვილს  საკუთრებაში არაერთი ცხოველი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი