იმუნიზაციის ცენტრი ტაშკენტის 10ა–ში მდებარეობს და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
აცრის მსურველთა უმეტესობას წარმოადგენდნენ მოხალისეები, რომლებიც თბილისში 13 მაისის სტიქიის შემდეგ სხვადასხვა წერიტილში მუშაობდნენ. დღეს იმუნიზაციის ცენტრში იყო თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება დაზიანებულ კანთან მიწის ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში.


ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთება კიდევ 3 კლინიკაშია შესაძლებელი. ესენია: მედკაპიტალი – გამრეკელის 19; ჯანმრთელობის სახლი – ალ. ყაზბეგის 14ბ; ვერე XXI – ქიაჩელის 18. ჯანდაცვის სამინისტროც ცნობით, ანტიტეტანური ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 100%–ით ფინანსდება და მისი გაკეთება პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაშია შესაძლებელი.
სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარეკონ ცხელ ხაზზე – 1505






