“სამთავრობო უწყებების ინფორმაციით, ობიექტებზე მუშაობა დაკავშირებულია რისკებთან, როგორც ეპიდემიის, თუნდაც მინიმალური საფრთხის, ასევე, მტაცებელი ცხოველების მხრიდან თავდასხმის გამო. სტიქიის ზონები უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი იქნება პატრულის მიერ.
იმუშავებს მხოლოდ ჰუმანიტარული საქონლის მიღების პუნქტი (ვაკის გამგეობა) და დღის განმავლობაში დაიწერება, რა იქნება საჭირო. იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია მალე განიმუხტება და შაბათ-კვირას მოხალისეები შეძლებენ სამუშაოების გაგრძელებას”, – ნათქვამია მოხალისეების ფეისბუკის გვერდზე.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, მოხალისეები დღეიდან აღარ იმუშავებენ სტიქიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზიანებულ ადგილებში, სადაც სახიფათოა მუშაობა.
“მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარე უბნებზე, იმუშავებენ საცხოვრებელი სახლების ეზოებში. სხვა დანარჩენ ნაწილებზე, სადაც არის რისკის ზონა, იქ ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს და გარდა ამისა, არის სპეციალური წესები და პირობები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული და რომელიც ყველამ უნდა დაიცვას”, – განაცხადა ნარმანიამ.
ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოხალისეებს, გაიკეთონ ანტიტეტანური ვაქცინა: “ჯანდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოა პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში. ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის N10-ში და მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რომ ანიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება დაზიანებულ კანთან მიწის ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე- 1505”, – განაცხადეს სამინისტროში.
ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ინსტრუქციები მოხალისეებისთვის:
რჩევები სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს!ანუ, როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისაგან• ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხ…
Posted by ჯანდაცვის სამინისტრო on Wednesday, June 17, 2015