ახალი ამბები

მღვდელს, რომელსაც ყოფილი ცოლი მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარუდგინეს, თუმცა არ დაუკავებიათ

10 იანვარი, 2020 • 1269
მღვდელს, რომელსაც ყოფილი ცოლი მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარუდგინეს, თუმცა არ დაუკავებიათ

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, თუმცა არ დაუკავებიათ.

ჩიქოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

სასულიერო პირის მეუღლემ 5 იანვარს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თავის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლისა და მამამთილის მხრიდან, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი