ახალი ამბები

ეუთოს დასკვნა მოსამართლეების შერჩევაზე უზუსტობებს შეიცვას – მდინარაძე

10 იანვარი, 2020 • 1294
ეუთოს დასკვნა მოსამართლეების შერჩევაზე უზუსტობებს შეიცვას – მდინარაძე

უმრვალესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით არის ფაქტობრივი უზუსტობები, “რაც ძალიან უხერხულია”. ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 10 იანვარს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ელემენტებს პროგრესთან, რეფორმასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, რომლის ანალოგი, შეგვიძლია თამამდ ვთქვათ, გამჭვირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით მსოფლიოში არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილიც. თუმცა იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან ამას მიჩვეულები ჩვენ არ ვართ” ,- განაცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, მაგალითად, უზუსტობაა, როდესაც დასკვნაში აღნიშნულია, რომ შშმ პირს მოსმენებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომ ეს ინფორმაცია ეხება პარლამენტარ რატი იონათამიშვილს.

“ასევე, მითითებულია, რომ ფრაქციების წევრებს ჰქონდათ საშუალება, დაეთმოთ სხვა ფრაქციებისთვის დრო, ოღონდ ეს იყო მხოლოდ შიდაპარტიული დათმობა და სხვა ფრაქციის წევრებისთვის არ შეეძლოთ”, – განმარტავს მდინარაძე.

უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ასევე არის კონკტექსტიდან ამოვარდნილი საკითხებიც:

“არის საკითხები, რომლებიც არის კონტექსტიდან ამოვარდნილიც, არის ფაქტობრივი უზუსტობებიც და ფაქტობრივ უზუსტობებზე დაყრდნობით კრიტიკა რამდენად რეალურია, თქვენ თვითონაც ხვდებით… იმდენი და იმდენად უხერხული ფაქტობრივი უზუსტობაა, არ ვსაუბრობ შეფასებაზე, რომ მე მგონია, რომ იურიდიული კომიტეტი მოამზადებს თავის განმარტებას ან პასუხს ამასთან დაკავშირებით… და ძალიან უხერხული მომენტებიც არის ამ დასკვნაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

OSCE/ODIHR-მა მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი