ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს

9 იანვარი, 2020 • 1323
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 20 თებერვალს დატოვებს. მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, მის წინააღდეგ ახალი საქმის წაყენების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

ვანო მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წლის მაისში დააკავეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი