ახალი ამბები

მინისტრები უარყოფენ ცნობებს გახარიას შესაძლო გადაყენების შესახებ

9 იანვარი, 2020 • 1958
მინისტრები უარყოფენ ცნობებს გახარიას შესაძლო გადაყენების შესახებ

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, იგეგმება სამთავრობო ცვლილებები, რომლის შედეგადაც, თანამდებობას დატოვებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

“პირველმა” ამის შესახებ კითხვა დაუსვა ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, რაზეც მან თქვა, რომ ეს არის “არაადეკვატური კითხვა”.  აღნიშნული ინფორმაცია უარყო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, მან ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:

“ჰა, ჰა, ჰა… თქვენ ტვ “პირველი” ბრძანდებით. მე მგონი, თქვენი ტელევიზია იყო, 3-4 თვის წინ გადამდგარად რომ მაცხადებდა. როგორი სიმართლეც გამოდგა ის, ისეთივე სიმართლე არის ის, რასაც თქვენ საუბრობთ. არასერიოზულია”.

გიორგი გახარიას 2019 წლის სექტემბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია ეკავა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვდნენ 20-21 ივნისის აქციის დარბევის გამო, თუმცა 8 სექტემბერს ის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი