ახალი ამბები

ირანი „დამანგრეველ შეტევას“ მიიღებს, თუ თავს დაესხმება ისრაელს – ნეთანიაჰუ

8 იანვარი, 2020 • 1624
ირანი „დამანგრეველ შეტევას“ მიიღებს, თუ თავს დაესხმება ისრაელს  – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ან ნებისმიერი სხვა „დამანგრეველი შეტევას“ მიიღებს საპასუხოდ. ინფორმაციას „The Times of Israel“ ავრცელებს.

„მედგრად ვუდგავართ იმას, ვისაც ჩვენი სიცოცხლის წაღება სურს. ვდგავართ მონდომებით და ძალით. ვინც კი შეეცდება ჩვენზე თავდასხმას, საპასუხოდ დამანგრეველ შეტევას მიიღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ყასემ სოლეიმანის მკვლელობის ბრძანება გასცა: „პრეზიდენტ ტრამპს უნდა მივულოცოთ, რომ სწრაფად და მამაცურად იმოქმედა ამ ტერორისტთა მთავარსარდლის წინააღმდეგ, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში ირანის ტერორისტული კამპანიის არქიტექტორი და წამყვანი იყო“.

მოვლენების ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში:

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი