“ჯერჯერობით დაუდგენელი მტაცებლის მიერ დაზიანებულია მოქალაქე, რომელიც არის გადაყვანილო სამედიცინო დაწესებულებაში. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ვრცელდებონდა ინფორმაცია, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი იყო აღმოჩენილი დაღუპული, ან იყო შეყვანილი ვოლიერებში. შესაბამისად, ჩვენ, შსს და სხვა უწყებები ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას. ახლა აღმოჩნდა, რომ 1 მტაცებელი ცხოველი არის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ ლაგუნას ვერესთან, სადაც მტაცებელი ცხოველი ადამიანს დაესხა თავს, რომელიც პოლიციის ცნობით, უკვე გარდაცვლილია.
ჯანელიძის თქმით, დამატებითი ცნობების მისაღებად მიმდინარეობს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.







