უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა სიაში 5 პირი რჩება:
1. ელიზა მალხაზის ასული ზარანდია, დაბ.: 16/10/1989
2. ელიზბარ შოთას ძე ბაღაშვილი, დაბ.: 16/08/1961
3. ბექა თეიმურაზის ძე ბუთურიშვილი, დაბ.: 28/08/1981
4. სერგო ავთანდილის ძე კაპანაძე, დაბ.: 01/03/1984
5. სულიკო დიმიტრის ძე ნოზაძე, დაბ.: 06/12/1959
13-14 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც თბილისსში სვანიძის ქუჩასა და მზიურის ტერიტორია დატბორა. დაინგრა სახლები და ჩქაროსნული მაგისტრალი.
მთავრობის წინასწარი მონაცემებით, ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. სტიქიის შემდეგ დედაქალაქს მოხალისეების ჯგუფები მზიურსა და სვანიძის ქუჩას წმენდენ.