ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უფლებადამცველს ემინ ჰუსეინოვს აზერბაიჯანის მოქალაქეობა ჩამოართვეს

17 ივნისი, 2015 •
უფლებადამცველს ემინ ჰუსეინოვს აზერბაიჯანის მოქალაქეობა ჩამოართვეს

აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა, რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა ემინ ჰუსეინოვმა, რომელიც ბაქოში, შვეიცარიის საელჩოში აფარებდა თავს, ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ჰუსეინოვი შვეიცარიაში აზერბაიჯანისა და შვეიცარიის ხელისუფლების შეთანხმების საფუძველზე გაემგზავრა.

 

haqqin.az-ის ინფორმაციით, ემინ ჰუსეინოვმა სრულად გადაიხადა სახელმწიფოს დავალიანება, რომელიც გამოძიების დროს დაუდგინდა. პრეზიდენტის განკარგულებით დაკმაყოფილდა ემინ ჰუსეინოვის მიმართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის დატოვებაზე. 

 

2014 წლის 8 აგვისტოს სამართალდამცავებმა მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს, რის შემდეგაც ოფისი დალუქეს. 

 

ინსტიტუტის თანამშრომლებს ამ დრომდე დაკითხვებზე იბარებენ.

 

11 თებერვალს ნორვეგიულმა ფონდმა “ადამიანის უფლებათა სახლმა” განაცხადა, რომ ემინ ჰუსეინოვი რეპრესიების გამო იძულებულია 2014 წლის 18 აგვისტოდან თავს შვეიცარიის საელჩოს შეაფაროს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 

ჰუსეინოვის ძმის ინფორმაციით, ემინ ჰუსეინოვმა აზერბაიჯანი 13 ივნისს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიდიე ბურკხალტერის თანხლებით დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი