ახალი ამბები

ოპოზიცია პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების “შავ სიას” ადგენს

6 იანვარი, 2020 • 1456
ოპოზიცია პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების “შავ სიას” ადგენს

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს, 6 იანვარს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ე. წ შავი სიის შესაქმნელად შეიკრიბა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, სიაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა:

“ეს [სია] შეეხება ძირითადად საშუალო და ქვედა რგოლებს, შემსრულებლებს: მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს”, – ამბობს ბოკუჩავა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშული სია დასავლელ პარტნიორებს გადაეცემათ, მისი მიზანი კი იქნება შესაძლო სანქციების დაწესება, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსურს, ასევე გადაადგილების შეზღუდვას.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმოამდგენლების განმარტებით, შეიქმნება მეორე, დაზარალებული ადამიანების სიაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი